ახალი საგადასახადო კოდექსის მეორე მოსმენით განხილისას ღიად დარჩენლი საკითხებიდან რამდენიმე პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდა. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ახალი საგადასახადო კოდექსის მესამე მოსმენით განხილვისას გაკეთდა.
მოხდა საბაზრო ფასის ცნების დაზუსტება და კოდექსში ჩაიწერება, რომ საბაზრო ფასის გამოყენების წესები განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით და არ იქნება ეს დამოკიდებული საგადასახადო ინსპექტორზე.
მთავარია ფინანსთა მინისტრის თქმით გადაწყდა, რომ მინისტრის ის ბრძანებები, რაც მგრძნობიარეა ბიზნესისთვის დამტკიცდება მთავრობის მიერ და არ იქნება მხოლოდ ფინანსთა მინისტრის დისკრედიტაცია.