პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან, პოლიციელები, აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაპირისპირებისას პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
პანკისის ხეობაში ვითარება დღეს დილით დაიძაბა. ხეობაში კომპანიებმა „ალაზანი ენერჯიმ“ და „ფერიმ“ „ხადორი-3“-ის მშენებლობა დაიწყეს.
ადგილობრივებმა მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს. ჰესის მშენებლობის ხელის შეშლის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.