იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიას არაკონსტიტუციური რეკომენდაციების შემუშავებაში ადანაშაულებს - ამის შესახებ განცხადება საბჭოს მოსამართლე წევრმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა გაავრცელა.
"დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირება; მოსამართლეთა ეტაპობრივი დანიშვნა), ამიტომ ისინი ორგანულ კანონში ვერ აისახება; რეკომენდაციების ნაწილი გვთავაზობს იმავე ვენეციის კომისიის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემული რეკომენდაციისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას (2013 წელს კომისიამ ჩათვალა, რომ ღია კენჭისყრის შეცვლა ფარული კენჭისყრით პროგრესული და მისასალმებელი ცვლილება იყო; დღეს კი, რატომღაც, კომისია ფიქრობს, რომ ფარული კენჭისყრა ცუდია),"-წერს გვრიტიშვილი.