ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის დასკვნაში „პოლიტიკურ სარჩულს“ ხედავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ კომიის დასკვნაში უცნაურია რეკომენდაციებია.
"განსაკუთრებით უცნაურია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი აირჩიოს მოქმედმა პარლამენტმა, დანარჩენი კი აირჩიოს 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტმა. განა ეს პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს? აქამდე ვიცოდი, რომ ვენეციის კომისია მხოლოდ სამართლებრივი ექსპერტიზისათვის შექმნილი ინსტიტუტი იყო და დროის ცვლილება არ აისახებოდა მისი დასკვნების შინაარსზე,"-წერს გვრიტიშვილი.