მსოფლიოს უმსხვილესმა ბრენდ-კონსალტინგურმა კომპანიამ Interbrand-მა მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ლიდერთა სამეულში პირველი ადგილი კომპანია Coca-Cola -მ დაიკავა. მისი სავაჭრო მარკა Iნტერბრანდ-ის სპეციალისტებმა 70,452 მლრდ დოლარად შეაფასეს. ერთი წლის განმავლობაში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელის პროდუქცია 2 პროცენტით გაძვირდა.
მეორე ადგილი წილად ხვდა კომპანია IBM-ს, რომელიც 64,727 მლრდ დოლარად შეაფასეს. მესამე ადგილი Microsoft ტ-მა დაიკავა. აღნიშნული ბრენდის ღირებულება ექსპერტების მიერ 60,895 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ლიდერთა ხუთეულში მოხვდნენ Google (47,8 მლრდ დოლარი) და General Electric -ი (42,808 მლრდ დოლარი.
რეიტინგის პირევლ ათეულს შორისაა McDonald's -ი (33,578 მლრდ დოლარი), Intel -ი (32,015 მლრდ დოლარი), Disney (28,731 მლრდ დოლარი) და HP (26,867 მლრდ დლარი).
ექსპერტები მსოფლიო ბრენდებს რიგი კრიტერიუმებით აფასებენ. კერძოდ, კომპანიის ფინანსური ანგარიშგება ღია უნდა იყოს. ამის გარდა, ბრენდის მოგების მესამედი იმ ქვეყნიდან არ უნდა მოდიოდეს, სადაც კომპანიაა ბაზირებული. სპეციალიტების აზრით, ბრენდმა მომხმარებლის მყიდველიანობის არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს, კომპანიის შემოსავალმა კი ფინანსირებისა და ოპერაციულ საწარმოო ხარჯებს არ უნდა გადააჭარბოს.