„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში წარმოებულია 86.2 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 3.3-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 46.0 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები), 21.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (12.2 პროცენტით ნაკლები), 15.5 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (19.3 პროცენტით მეტი), 67.4 ათასი ტონა ციტრუსი (15.8 პროცენტით მეტი).
გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2018 წელს წარმოებულია 261.8 ათასი ტონა ყურძენი, რაც 44.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.