„საქსტატის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ხორბლის წარმოებამ 106.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 33.3 პროცენტით გაიზარდა და 58.5 ათას ტონას მიაღწია. სიმინდის წარმოება 190.3 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 33.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 21.1 პროცენტით გაიზარდა და 218.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 9.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მონაცემებს.
2018 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით გაზრდილია საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.4 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.2 ტონა/ჰა, სიმინდის - 2.7 ტონა/ჰა, კარტოფილის - 12.8 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 8.7 ტონა/ჰა, აქედან კიტრის საშუალო მოსავლიანობაა - 10.7 ტონა/ჰა, პომიდვრის - 11.4 ტონა/ჰა, კომბოსტოს - 31.0 ტონა/ჰა, ხახვის 5.7 ტონა/ჰა, ხოლო ნივრის 3.3 ტონა/ჰა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა 2014-2018 წლებში.