ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას აგრძელებს. მაშ ასე, ხელბარგში დაშვებულია და შეგიძლიათ ჩადოთ:
✔ ცარიელი თერმოსი / თერმოჭიქა
✔ წვერის ელექტროსაპარსი
✔ გარე დამტენი ე.წ. ფაურ ბანკი (გაითვალისწინეთ, რომ ბორტზე გამოყენება არ შეიძლება)
✔ სელფის ჯოხი
✔ სუნელები
ხელბარგსა და ბარგში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს გაეცნობით ბმულზე: http://kutaisi.aero/ka/Security-check
ხელბარგში დაშვებულია ასევე:
სახლისა და ავტომობილის გასაღები
თმის საშრობი
თმის უთო
ფრჩხილის ქლიბი
ქოლგა
და რაც მთავარია ჩურჩხელა