სექტემბრის ბოლოს ჩეხეთის განვითარების სააგენტო ახმეტის მუნიციპალიტეტს საჩუქრის სახით 62 ცალ მზის სისტემის ბატარეას გადასცემს. ხელშეკრულება ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის დღეს გაფორმდა.
ბატარეები მთათუშეთის მოსახლეობისა და იქ არსებული სასტუმროებისთვის იქნება განკუთვნილი.
პროექტის საერთო ღირებულება 250 000 ლარია.
მზის სისტემის ბატარეების დამონტაჟება მთათუშეთში ზამთრის სეზონის დადგომამდე დასრულდება.
"ამ პროექტის განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობას ელექტრონერგიით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს, რაც ტურისტების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია", _განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ.