ახალი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები ნაწილობრივ კარგია, შესაბამისად მცირე და საშუალო ბიზნესიც ნაწილობრივ კმაყოფილია, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.
კალანდაძის შეფასებით, მთავრობამ კოდექსის დაწერისას ბიზნესის ინტერესები გაითვალისწინა, თუმცა ეს გათვალისწინება 100 %-იანი არ არის.
"მთავარი რაც ბიზნეს კოდექსთან მიმართებაში აინტერესებს არის ორი საკითხი: გადასახადი მისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მეორე ის ადმინისტრაციულ ნაწილში იყოს ლიბერალური. აღნიშნული თვალსაზრისით წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსი ამ პირობებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს. ანუ ხელისუფლებამ ბიზნესისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. პირველი პირობა იმისა, რომ გადასახადი იყოს ნეკლები და ის თავისი ოდენობით მისაღები იყოს მცირე და საშუალ ბიზნესისთვის ეს პირობა დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება ადმინისტრირების ნაწილს აქაც გარკვეული პირობები დაკმაყოფილებულია. თუმცა აღნიშნული კოდექსი გარკვეულ ნიუანსებს არ ითვალისწნებს რაც ადმინისტრაციულ ნაწილში გადაწყვეტლების მიღების სუბიექტურ ნაწილს უკავშირდება", _ განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძის განმარტებით, კოდექსი გადაწყვეტილებას არ იღებს და გადაწყვეტილებას იღებენ ის ადამიანები ვინც ამ კოდექსის უკან დგანან: ფინანსთა მინისტრი, ფინანათა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.
"ეს კი კოდექსს სამწუხაროდ წითელ ხაზად გასდევს", _ აცხადებს კალანდაძე.