ხვალ, 17 სექტემბერს, პარლამენტი მესამე მოსმენით ახალ საგადასახადო კოდექსს დაამტკიცებს. როგორც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ითქვა, კოდექსის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები გაზიარებულია.
ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანოსთან და ბიზნესთან ერთად ინტენსიურად იმუშავა.
"კოდექსის პროექტის მეორე მოსმენის შემდეგ დარჩა გარკვეული საკითხები, რომელიც დაზუსტებას და შეთანხმებას საჭიროებდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრმა პარლამენტარმა სწორედ იმიტომ გადადო საკუთარი დასვენება რომ ამ ზაფხულის განმავლობაში ახალი კოდექსის პროექტზე ინტენსიურად ემუშავა. ასეთი მუშაობის შედეგად ყველა შენიშბვნა რაც კი არსებობდა ფაქტობრივად გათვალისწინებულია. ბუნებრივია იყო რარაც საკითხები რომელიც არ გავიზიარეთ, მაგრამ ესეც კონსულტაციებისას შეთანხმებით მოხდა.
შესაბამისად არსებული დოკუმენტი უკვე ნათლად ასახავს იმ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მხრტიდან იყო წამოსული.
პირველის მოსმენის შემდეგ ასეუულობით შენიშვნა იყო წამოსული და მაშინვე 85 %-ის გათვალისწინება მოხდა", _ განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტი იყო, რომ ახალი კოდექსისადმი ნდობა გაზრდილიყო და ინვესტორებისათვის ისეთი ბიზნეს კლიმატი ჩამოყალიბებულიყო, რომელიც მათი საქმიანობას კიდევ უფრო წაახალისებდა.
"კოდექსზე მუსაობისას მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ასევე ბიზნესის ლეგალიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველას შეეძლოს ლეგალური ბიზნესის კეთება.
იმავდროულად მეწარმეებზე შემცირდება საგადასახადო ტვირთი და კეთილსინდისიერი გადამხდელების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული", _ აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
ბაინდურაშვილის განმარტებით, ხალი საგადასახადო პროექტზე მუშაობისას მაქსიმალურად იყო გაზიარებული საერთაშორისო გამოცდილება.
"მნიშვნელოვანია რომ ახალი საგადასახადო კოდექსით ომბუცმენის ინტიტუტი შემოდის და ბიზნესის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ საგადასახადო და საბაჟო გადასახადო ერთიანდება, გადასახადის გადახდა ხდება კვარტალურად. ბიზნესის კლასიფიკაცია მოვახდინეთ და მიკრობიზნესის ცნება შემოვიტანეთ და ასეთი ტიპის ბიზნესი გადასახადებისგან გავათავისუფლეთ. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ამიერიდან ვეღარავინ შეედავება და გადასახადის გადახდას ვეღარ მოსთხოვს. მცირე ბიზნესის დასაბეგრად 24 ქვეყნის მაგალითი განვიხილეთY და საბალოოდ შევარჩიეთ 3%-იანი და 5 %-ანი დაბეგვრის რეჟიმები. იმავდროულად მცირე ბიზნეს საშუალება აქვს თავად არიჩიოს ან დიფერეცირებული დაბეგვრის რეჟიმი ან ჩვეულებრივი რეჟიმი", _ განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მინისტრს ახალი საგადასახადო კოდექსის მიღწევად ასახელებს ასევე იმასაც, რომ სალაარო აპარატებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე გაფრთხილება შემოდის. მინისტრი მიიჩნევს, რომ ხშირია როდესაც მეწარმეს კოდექსი არ აქვს წაკითხული ან გარკვეულ შეცდომას უნებურად უშვებს და პირვე ეტაპზე გართხილების მიღების შემდეგ ის შეეცდება, რომ ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროს.