გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენეილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების საკითხებში ვოლტერ კელინის განცხადებით, გალის რაიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების პერსპექტივა კვლავ არ ჩანს. ამის შესახებ კელინმა გაეროს სხალში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გალის რაიონიდან 20 წლის წინ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დაბრუნების პერსპექტივა კვლავ არ არის დამაიმედებელი. ამ დროში გაწელილი პროცესის გაგრძელება აღარ შეიძლება და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ძებნა არ უნდა შეჩერდეს პოლიტიკური უმოქმედობის გამო", _ განაცხადა კელინმა.
მისივე თქმით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ დევნილი მოსახლეობა დააბრუნოს. ამასთან, გაეროს გენ.მდივნის წარმომადგენლი აღნიშნავს, რომ აუცილებელია მხარეებმა გაიაზრონ რომ ყველა იძულებით გადაადილებულ პირს აქვს სახლში დაბრუნების და თავისი ქონების უკან მიღების უფლება ან ამ ქონებაში კონპენსაციიოს აღების უფლება.
"გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო რომ ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ჰუმანიტარული მიზნების შესვლა შესაძლებელი არ არის იურიდიული და ადმინისტრციული დაბრკოლებებიდან გამომდინარე. იმედი მაქვს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში გათვალისწინებული ცვლილებები ნეგატიურ ზეგავლენას არ მოახდესნ ამ რეგიონებში დევნილების დაბრუნებასა და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებაზე", _ აღნიშნა კელინმა.
შეგახსენებთ, რომ კელინი თბილისს 13 სექტებერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. მან ასევე მოინახულა იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების ადგილები თბილისში, გალის რაიონში, ფოცხოეწერასა და გორში.