გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა, ადამიანის უფლებების საკითხებში ვოლტერ კელინი უარყოფს აფხაზეთში ვიზიტის დროს რუსი სამხედროების ბლოკ პოსტების მონახულებას. როგროც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კელინმა აღნიშნა მას მესაზღვრეებთან შეხება მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს ჰონდა და მათთან სპეციალური შეხვედრები არ გაუმართავს.
შეგახსენებთ, რომ კელინის აფხაზეთში ვიზიტის დროს აფხაზური მედია იუწყებოდა რომ იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ბლოკ საგუშაგოებს ესტუმრა და რუსი სამხედროები მოინახულა.