2010 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 81.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 8.8 პროცენტით მეტია 2009 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (8.8 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.7 მლნ აშშ დოლარით), გერმანიიდან (0.5 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.5 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი მოდიოდა.
2010 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.6 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის აგვისტოში.