12 ადამიანი დაიღუპა თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში სამგზავრო მიკროავტობუსის ნაღმზე აფეთქების შედეგად.
აღნიშნული ინციდენტი ქალაქ ხაკარის შორიახლოს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაღუპულთა რაოდენობა ჯერ ჯერობით დაზუსტებული არ არის.
ვრცელდება ინფორმაცია რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.