20 სექტემბრიდან ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება. სამუშაოებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა და იაპონიის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.
პირველი ეტაპის სამუშაოების საერთო ღირებულება 220 000 ლარია, აქედან 170 000 ლარს იაპონიის განვითარების სააგენტო გაიღებს.
"ამ სამუშაოების განხორციელება ახმეტის მოსახლეობას ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას გადაუჭრის"- აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძემ.
ნაპირსამაგრი სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.