ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთის ქმედებებს სამარცხვინოდ აფასებს.
ამის შესახებ მაკკეინმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ რუსეთი სარკოზი-მედვედევის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არღვევს. ამიტომ ამერიკის მთავრობამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, მაგალითად ეკონომიკური კუთხით, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს", - განაცხადა სენატორმა.
მისვე შეფასებით, სამარცხვინოა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და მან ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ამასთან, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსის შეფასებით, საპარლამენტო დონეზე შეხვედრები აუცილებელია, რათა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მათ ინფორმაცია ჰქონდეთ.
"საქართველოში არსებული სიტუაცია ჩვენთვის შეშფოთების საგნად რჩება და მიგვაჩნია, რომ თქვენს ქვეყანას აქვს უფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვაშინგტონში 14 სექტემბერს გაემგზავრა.