გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელის იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლების საკითხებში ვოლტერ კელინის განცხადებით, გალის რაიონში ძალიან მძიმე ვითარებაა.
"საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთში ვიმყოფებოდი. უკანა გზაზე გალის რაიონის ვესტუმრე, სადაც ძალიან მძიმე ვითარება და ხალხი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს", - განაცხადა კელინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
მისივე თქმით, აფხაზეთში ვიზიტის შესახებ იგი დეტალურად დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც თბილისში, გაეროს წარმომადგენლობაში 15:00 საათზე გაიმართება.
ვოლტერ კელინი თბილისს 13 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კელინი უკვე შეხვდა მთავრობის წევრებს.