ბათუმში, სასტუმრო "მგზავრებში" დაკვამლიანებაა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ტელევიზიის ცნობით, შენობიდან სტუმრების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა მუშაობს. შენობასთან იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
სასტუმრო ბათუმში, მემედ აბაშიძის 10 ნომერში მდებარეობს.


ფოტო: აჭარის ტელევიზია