ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „რეზიდენსში“ ხანძარია. იწვის შენობის სასხვენო გადახურვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
„ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.