2018 წლის IV კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.8 პროცენტით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც მთლიან ინდექსზე 3.64 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 1.8 პროცენტით გაიზარდა ფასები სამშენებლო მასალებზე.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, განაპირობა სამშენებლო მასალებზე ფასების 5.1 პროცენტიანმა ზრდამ, რაც 2.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. აღნიშნულ პერიოდში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.