ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იერუსალემში გაიმართება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანეაჰუ და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ეგვიპტის შემდეგ პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესს იერუსალემში გააგრძელებენ.
მოლაპარაკაბების პროცესში თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯორჯ მიტჩელის განცხადებით, მას სჯერა, რომ მხარეები "სწორი მიმართულებით მიდიან".
ისრაელსა და პალესტინას შორის კვლავ მოუგავრებელი რჩება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების მშენებლობის საკითხი. ბენიამინ ნათანეაჰუს განცხადებით, ისრაელი არ აპირებს ხელი აიღოს მშენბლობაზე. დღევანდელ შეხვედრაზე, მხარეები სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.
ცნობისათვის, ისარაელსა და პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესი 2008 წლის შემდეგ პირველად იმართება. ორი კვირის განმავლობაში, დაპირისპირებული მხარეები თავდაპირველად აშშ-ში, ხოლო შემდეგ ეგვიპტეში შეხვდნენ ერთმანეთს.