კოსტავას ქუჩაზე სასტუმროს შენობა იწვის. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამ წუთებში შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ალი შენობის სახურავიდან ამოდის.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ხანძრის გამო კოსტავას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნახევრად პარალიზებულია