დღეს, 13:00 საათზე, შემოსავლების სამსახური კომპანია „მაგთის" და „ჯეოსელს" წინასწარი გადაწყვეტილების დოკუმენტს გადასცემს.
აღნიშნული კომპანიები პირველები არიან, რომლებსაც მათი მოთხოვნის შესაბამისად გადაეცემათ წინასწარი გადაწყვეტილება.
ბიზნესის ხელშეწყობისა და გადასახადის გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, კერძოთ დაინერგა ახალი მომსახურება „წინასაწარი გადაწყვეტილების გამოცემის წესი".
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციების მიხედვით საგადასახადო ანგარიშების წესები და შესრულებული საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე სურს წინასწარ მიიღოს ინფორმაცია, მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომლის შემდეგაც იქმნება სპეციალური ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან მოთხოვნაში დასმულ საკითხებს და შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული წინასწარი გადაწყვეტილება წარედგინება, როგორც დამკვეთს, ასევე საგადასახადო ორგანოს.
წინასწარი გადაწყვეტილელების არსებობა ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელის საქმიანობას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს საჯარო სანქციის გამოყენების შემთხვევას.
ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.