ვენესუელაში კრიზისია. უკვე 6 დღეა კარაკასის მაცხოვრებლები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე არიან დარჩენილები. ამ დრომდე, უწყლობით გარდაიცვლილია 24 ადამიანი.
კარაკასის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ და ყველა შესაძლო ხერხით სცადეს წყლის მოპოვება. მოქალაქეების ნაწილი მთაში წავიდა წყლის მოსაძებნად.
შეგახსენებთ რომ ვენესუელა უკვე რამდენიმე თვეა პოლიტიკურ კრიზისშია. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და საქართველომ მხარი დაუჭირეს ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტობას, თუმცა დეფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ინსტიტუციონალურ დონეზე ინარჩუნებს ხელისუფლებას.
ნოკოლას მადურომ ამერიკიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება დაბლოკა, რის შედეგადაც ათასობით ვენესუელელი შიმშილის ზღვარზე იმყოფება.






ფოტოები: Reuters