12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში - 0.11 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0285 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0214 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.71 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4926 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5343 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 მარტიდან შევა ძალაში.