ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს დაჭრილი პირი საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ ოთხი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ბანკში მაშინ შეიჭრა, როდესაც ინკასაციის ავტომობილს თანხა გაჰქონდა. თავდამსხმელებმა ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, ინკასატორი დაიჭრა.
ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ფულის ქეისის წაღება შეძლეს. გატაცებული თანხის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.