ციტრუსისა და საკონსერვო პროდუქციის ექსპორტის რეალიზაციასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობამ ინტენსიური მუშაობა დაიწყო.
ამ მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები უკრაინაში უკვე იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა გაიმართა კორპორაცია ,,ATB- MARKET''''-ის გენერალურ დირექტორთან ბორის მარკოვთან, კომპანია ,,BIOLA''-1 დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ფელიქს ნოსოვთან და ჰოლდინგ ,,იუნი პლასტის'' ხელმძღვანელთან იური ხმართან.
შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც ციტრუსის, ისე სხვა ხილის, ბოსტნეული კულტურებისა და კონცენტრატების უკრაინაში რეალიზაციის შესაძლებლობები.
იმავდროულად გადაწყდა, რომ უკრაინული ,,იუნი პლასტი'' საქართველოში საკუთარ წარმომადგენლობას დაფუძნებს და ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმო ,,ნარინჯთან'' ინტენსიურად ითანამშრომლებს.