2018 წელს საქართველოს ვიზიტორთა საერთო რაოდნობის 88 % კმაყოფილია ქვეყანაში ვიზიტით, მათ შორის 54 % ძალიან კმაყოფილი, ხოლო 34 % კმაყოფილი. ხოლო 1%-1% ძალიან უკმაყოფილო ან უკმაყოფილო.
2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა, რაც 9.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1,204.3 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 25.9 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19.8 პროცენტი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 7.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 37.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 21.8 პროცენტით გაიზარდა და 1,082.7 ლარი შეადგინა.