თურქეთში 27 საკონსტიტუციო ცვლილებას მოსახლეობის 58%-მა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ ერდოღანმა "დემოკრატიის ახალ ეტაპზ გადასვლა" უწოდა. რეფერენდუმის შედეგებს ევროკავშირიც მიესალმა, ხოლო ბარაკ ობამამ ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა. რეფერენდუმის შედეგებით კმაყოფილება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველმაც გამოთქვა.
ცნობისათვის, რეფერნდუმზე კენჭი სამართლებრივ საკითხების ცვლილებებს ეყრებოდა. ოპოზიციის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგებით ერდოღანი სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს მოიპოვებს.
ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული რეფერენდუმის შედეგები ერდოღანის სახელისუფლებო გუნდს მომავაში ძალიან წაადგება, რადგან ერთ წელში თურქეთში არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ცნობისათვის, თურქეთში დღესმდე 1982 წელს, სამხედრო რეჟიმის მიერ მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს.