მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “FITUR 2019” ტელეკომპანია Eurosport-მა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტი მოამზადა.
მოკლე რეპორტაჟში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მრავალფეროვანი ბუნების, სპორტული ტურიზმის და სამთო კურორტების შესახებ ისაუბრა.
Eurosport მსოფლიოს 54 ქვეყანაში 20 ენაზე მაუწყებლობს.