დღეს, 13 სექტემბერს, 09:30 საათზე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, "საქპატენტს" ამერიკის საპატენტო უწყების დელეგაცია ეწვევა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ამერიკელი სპეციალისტების დელეგაციის შემადგენლობაში 5 ექსპერტია, რომლებიც ქართველ კოლეგებს სემინარებს ჩაუტარებენ. საქპატენტის თანამშრომლებთან ერთად ამერიკელი ექსპერტების სემინარებს პატენტრწმუნებულები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მოისმენენ. ამერიკის საპატენტო უწყების დელეგაციის ჩამოსვლა თბილისში არის საპასუხო ვიზიტი.
მაისში ამერიკაში საქპატენტის დელეგაცია იმყოფებოდა თავმჯდომარის, ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით. ამერიკაში ყოფნისას ქართული დელეგაცია საავტორო უფლებების დაცვის ამერიკულ სისტემებს გაეცნო. ასევე განიხილეს საქართველოს და ამერიკის საპატენტო უწყებებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხიც. ამერიკული დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დაგეგმილი მემორანდუმის საბოლოო ტექსტიც შეთანხმდება