ქუთაისში "აბრეშუმკომბინატის" შენობას ხანძარი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შენობას ცეცხლი სახურავიდან წაეკიდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობენ. სახანძრო სამუშაოებს ძლიერი ქარი უშლის ხელს.
არსებული ინფორმაციით, "აბრეშუმკომბინატის" თანამშრომლებმა შენობიდან დოკუმენტების გამოტანა და გადარჩენა მოახრხეს.
ხანძრის გამოწვევის მიზეზები უცნობია. ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.