ძლიერმა ქარმა ქუთაისის შემოსასვლელში, ასწლოვანი ხეები წააქცია, შედეგად ქუთაისი-ბაღდადის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში შეჩერებუილი იყო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე იმერეთის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლებმა და საპატრულო პოლიციამ იმუშავა. მაშველებმა ჩახერგილი გზის გაიწმენდა დროულად მოახერხეს. ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია.