ბათუმსა და ქობულეთში ქალაქების სისუფთავეზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში "პიაცას მოედანზე" გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველგან დამონტაჟდება კამერები და ასევე, დასუფთავებისა და პოლიციის, მათ შორის უფორმო, თანამშრომლები გააკონტროლებენ.
"ყველგან კამერები, ყველგან დასუფთავებისა და პოლიციის, მათ შორის უფორმო თანამშრომლები. ქაღალდის გადაგდებაზე 500 ლარიანი ჯარიმა, თუ არა და, შემოვიღოთ ადმინისტრაციული პატიმრობა. მე არ ვხუმრობ 24 საათი ადმინისტრაციული პატიმრობა. ჩვენ ვქმნით უნიკალურ რაღაცას და არავის არ უნდა დავანაგვიანებინოთ, _ განაცხადა პრეზიდენტმა.