პრიმიერ-მინისტრი ნიკა გილაური აცხადებს, რომ მზარდი ტურისტული მოცულობის ფონზე, მომავალი წლისთვის ქვეყანას, შესაძლოა, ტურისტების დაბინავების კუთხით პრობლემები შეექმნას.
გილაურის განმარტებით, წელს ქვეყანაში 1 მლნ, 350 ათასი ვიზიტორი უკვე იმყოფებოდა.
"ის რაოდენობა ვიზიტორებისა, რომელიც წელს იყო 34 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან. ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე მომავალი წლისთვის, შესაძლოა, მათი დაბინავების პრობლემაც კი შეგვექმნას, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ახალი 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბათუში "პიაცას მოედანზე" გამართულ მთავრობის სხდომაზე.
სააკაშვილის განმარტებით, მზარდი მოთხოვნის ფოზე ახალი სასტუმრეობი ქვეყანაში კვლავ აშენდება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ საემიროებთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და რუსთაველის მოდენაზე 7- ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.
საააკაშვილის განმარტებით მალე თბილისში "ჰოლიდეი ინ"-ის ბრემდის სასტუმროც აშენდება რომელიც ტურისტების მიღებას შეძლებს