29 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6552 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6570 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0386 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0319 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.67 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4974 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4929 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 იანვრიდან შევა ძალაში.