ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 5-7 წელიწადში წინ წავიწიოთ საკრედიტო რეტინგებში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველო დამსოფლიო 2019 წელს" განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ წამყვანი პოზიციები დაიკავოს საინვესტიციო რეიტინგებში, რისთვისაც საჭიროარამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გაუმჯობესება.
„ერთ-ერთი ეს არის ეკონომიკის ზომა ერთ სულ მოსახლეზე. აქ ხუთ წელიწადში ისეთ გარღვევას ვერ მოვახდენთ, რომპირდაპირ საინვესტიციო რეიტინგში მოვხვდეთ, თუმცა ყოველწლიურად გვაქვს მდგრადი ზრდა და ვგეგმავთ 5500-6000 დოლარის ფარგლებში ავიდეთ მშპ-სთან მიმართებაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალის მიმართულებით. ეს უკვე მოგვცემსშესაძლებლობას, მივუახლოვდეთ საინვესტიციო რეიტინგს. გარდა ამისა, არის სხვა კომპონენტები, რომელიც გავლენასახდენს საკრედიტო რეიტინგებზე და აქ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს, მათ შორისაა, მიმდინარე ანგარიშისდეფიციტი, რომელიც წლიდან წლამდე მცირდება და ახლა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. პირველად ჩვენს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში ჩვენ გვქონდა დადებითი მიმდინარე ბალანსი. მნიშვნელოვანია ჩვენ გავაგრძელოთდანაზოგების ზრდა და ფისკალური დისციპლინა, რომლის ძალიან დადებითი ტენდენცია გვაქვს. აუცილებელიაგავაგრძელოთ ეს პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იოლი, ჩვენ არ შევწირავთ პოლიტიკურ კონიუქტურას დაპოპულიზმს იმ მდგრადობას, რასაც მივაღწიეთ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა გამოიწვევს მნიშვნელოვან ძვრებს, რაც ჩვენგვჭირდება ეკონომიკაში. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მოქმედებს რეიტინგებზე, ესაა ინსტიტუტების სიმყარე და ეფექტურობა. აქაც ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები და ყველა შესაძლებლობა, აქტიურად გავაგრძელოთ რეფორმები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მიზანია, ყველა მნიშვნელოვან რეიტინგიში საქართველო შევიდეს ტოპ ხუთეულში. კიდევ ერთიფაქტორი არის პოლიტიკური სტაბლურობა და ამ კუთხითაც ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას," - განაცხადაფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.