შეხვედრა დონორულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიური მიმდინარე წლის 29 იანვარს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“, შეხვედრა გაიმართება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებსა და დონორულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ძირითადი მიზანია საკოორდინაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც შემდგომ გაამარტივებს და ხელს შეუწყობს სააგენტოს სამივე ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობას აღნიშნულ ორგანიზაციებთან. შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ხოლო სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი დარჩია წარადგენს პრეზენტაციას საკოორდინაციო მექანიზმის შესახებ. კერძოდ კი, სააგენტომ შეიმუშავა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოოპერაციის თანამშრომლობის მექანიზმი, რათა დაიგეგმოს ძირითადი ერთობლივი აქტივობები, იმისათვის რომ არ მოხდეს ორგანიზიციების მიერ აქტივობების დუბლირება.
შეხვედრას დაესწრება 58 დონორული ორგანიზაციის და დიპ კორპუსის წარმომადგენელი, მათ შორის ბრიტანეთი, საფრანგეთის და გერმანიის ელჩebi.