ვინც ამტკიცებს, რომ ჩვენთან ტოტალიტარული სისტემაა, ცუდი მეხსიერება აქვს", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს იაროსლავლში, მსოფლიო პოლიტიკურ ფორუმზე პოლიტოლოგებთან შეხვედრის დაროს განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში მძიმე ატმოსფერო არ არის, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის განვითარებით კმაყოფილები არ არიან და ეს ნორმალურია.
"არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად უკმაყოფილოები არიან განვითარების გზით, მაგრამ ეს ნორმალურია, ეს არის დემოკრატია. არიან ადამიანები, რომლებიც ამის აქტიური წინააღმდეგები არიან და ესეც ნორმალურია. მთავრია, რომ ეს ყველაფერი კანონის საზღვრებში ჩაჯდეს, რადგან საბოლოოდ დემოკრატია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაც მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა მედვედევმა.