28 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ნინო ჩიქოვანის ხელმძღვანელობით გაიმართება.
საბჭოს წევრები შეხვედრის მიმდინარეობისას კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურია და ზოგ შემთხვევებში გარკვეული სირთულის სახეს იღებს. შეხვედრაზე საბჭოს წევრებისათვის შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე წარმოადგენს. ზამბახიძის განმარტებით, სისტემასთან დაკავშირებულ სირთულეს ის პირადად, საკუთარ საქმიანობაში წააწყდა, რისგამოც ის ფერმის გასხვისებას გეგმავს. მისი თქმით, საკითხით პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, რადგან საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები.
28 იანვარს დაგეგმილი შეხვედრის შედეგად პალატის საბჭო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეჯერებულ პოზიციას ჩამოაყალიბებს, დაიგეგმება სამომავლო ნაბიჯები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში, კონსოლიდირებული ტენდერების პროცესშიარსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. პალატის საბჭოს წევრებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ბიზნესომბუდსმენიირაკლი ლექვინაძეც მიიღებს.
საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველობის ერთ-ერთი ორგანოა. მასში ამ ეტაპზე საქართველოს ყველაზე მსხვილი, 38 ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული.