"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს.
როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, მცირე და საშუალო ბიზნესის პრობემები ხელისუფლებისთვისაც პრობლემატური გახდა და შესაბამისად მთავრობის მხრიდან ბზინესის ამ სეგმენტის ხელშესაწყობას გარკვეული რეფორმებიც გატარდება.
"ჩვენთვის მთავარი იქნება ჯანსაღი და შედეგეზე ორიენტირებული კომუნიკაციის აწყობა ხელისუფლებასა და მცირე ბიზნესს შორის. მცირე და საშუალო ბიზნესსაშუალოება უნდა მივცეთ, რომ თავიანთი პრობლემები ხელისუფლების დონეზე თავად მიიტანონ. მათ თავად უნდა შექმნან თავიანთი ლობი. თუ ამ ასოციაციაში ბევრი კომპანია გაწევრიანდება, ეს იქნება ის კოლექტიური აზრისა და ძალის გამოხატვა, რომელიც ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესშია. ხელისფლება აუცილებლად გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯებს და ამაზე წინასწარი კონსულტაციები უკვე გავლილია. ეს პრობლემა ხელისუფლების მხრიდანაც ისეთი პრობლემადია, როგორც საზოგადოების მხრიდან. კომუნიკაცია მცირე და საშუალო ბიზნესისგან უნდა იყოს კვალიფიცირი", - აცხადებს კალანდაძე.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2009 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 16 475 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86 საშუალო და მციურე საწარმოებზე მოდის.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია" მცირე და საშუალო ბიზნესს მრავალ სერვისს სთავაზობს, მათ შორის: ლობინგი, ბიზნეს დაგეგმარება, იურიდიული დახმარება, ბიზნესის დაკრედიტებაში დახმარება, მარკეტინგი, აუთსტორინგი, ბუღალტერია, ტრენინგები და აშშ.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში" წლის ბოლომდე 100 წევრის გაერთიანებას ელოდებიან, რომელებთანაც ასოციაციას მოლაპარაკებები უკვე აქვს.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში" წევრობის საფასური დივერსიფიცირებულია და ის საშუალო ბიზნესისთვის წელიწადში ათას ლარს შეადგენს, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ეს თანხა 200 ლარიდან 250 ლარამდეა.
ასოციაცია, რომელიც მსხვილი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელთა ინიციატივით შექმნა, მიზანად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვასა და ლობირებას. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობას და მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის დამყარებას სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და უშუალოდ საზოგადოებასთან. ასოციაციის დამფუძნებლები არიან "ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში" (AmCham), ხელმძღვანელი დევიდ ლი; "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" (BAG), ხელმძღვანელი გიორგი ჭირაქაძე; "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" (EUGBC), ხელმძღვანელი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი; "საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი" (ICC), ხელმძღვანელი ფადი ასლი და "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე.