კანადაში მცხოვრებ 33 წლის მაცა ბელიაშვილს თანამშრომელი 5 თვის განმავლობაში წამლავდა. მაცა ბელიშვილი კანადური სუნამოების კომპანია Hudson’s Bay-ში მუშაობდა. მისი თქმით, კოლეგა სასმელ წყალში სადეზინფექციო ხსნარს უსხამდა.
ბელიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა, ღებინება, გულისრევა, თავისტკივილი, სისუსტე, კანისა და კუჭს გაღიზიანება.
მან მომხდარის შესახებ კომპანიის მენეჯმენტს შეატყობინა, რომლებმაც სათვალთვალო კამერები გახსნეს და შენიშნეს თანამშრომელი, რომელიც მაცას სასმელი წყლის ბოთლში ქიმიურ ხსნარს ასხამდა.
ბელიაშვილის თანამშრომელი კომპანიაში ბუღალტრად დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მაცამ კანადურ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ ის ძალიან გულგატეხილია.
„დაუჯერებელია, შოკში ვარ. ჩემი თანამშრომელი გამამხნევებელ მესიჯებსაც კი მიგზავნიდა მაშინ, როდესააც მოწმალივს გამო ცუდად ვიყავი. არასდროს წარმომედგინა თუ ჩემ მიმართ მტრულად იყო განწყობილი“, - თქვა მაცა ბელიაშვილმა.