გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ გაეროს გლობალური კონტრტერორისტული სტრატეგიის რეზოლუციის პროექტი წარმოადგინა.
გაეროს გლობალურ კონტრტერორისტულ სტრატეგიაში საუბარია მთელ რიგ სისტემურ ღონისძიებებზე, რომლებიც აღნიშნული სტრატეგიის ქმედუნარიანობის ამაღლებასთანაა დაკავშირებული.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებ ტერორიზმთან და მის ნებისმიერ გამოვლენასთან ბრძოლის საქმეში ჩემს ურყევ ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობის გამყარებისა", _ გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ სტრატეგიის წარდგენისას და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ნებისმიერი ზომა, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში წევრი სახელმწიფოები მიიღებენ, სრულიად უნდა შეესაბამებოდეს მათ მოვალეობებს საერთაშორისო სამართლის საკითხში, ასევე გაეროს დადგენილებას, კერძოდ კი მის მიზნებსა და პრინციპებს, შესაბამის საერთაშორისო კონვენციებსა და ოქმებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, დევნილების სფეროში და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში.
გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე ასევე საუბრობს სტრატეგის განხორციელებისას ასამბლეის მნიშვნელოვან როლზე.
"დარწმუნებული ვარ, სწორედ გენერალური ასამბლეა მთელი თავისი წევრებით არის კომპეტენტური ორგანო, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმის საკითხით უნდა დაკავდეს. ხაზს ვუსვამ, რომ მთელმა ჯგუფმა, რომელიც კონტრტერორისტულ ღონისძიებებზე მუშაობს, თავისი მანდატის ფარგლებში უნდა გააგრძელოს მოქმედება, ყოველივე კი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გაეროს გენერალურ ასამბლეასთან ურთიერთქმედებით უნდა განხორციელდეს რეგულარულ საფუძველზე", _ წერს თავმჯდომარე.
გაეროს გლობალურ კონტრტერორისტულ სტრატეგიაში ცალსახად დაგმობილია ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლენა და იგი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზადაა დასახელებული.
გაეროს გლობალური კონტრტერორისტული სტრატეგია ოთხკომპონენტიანია და იგი ყველა წევრი სახელმწიფოს სტრატეგიის განხორციელების საქმეში პასუხისმგებლობის აღებას ავალებს.
ამას გარდა, სტრატეგიაში არის მოწოდება სამოქალაქო საზოგადოებისადმი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, მონაწილეობა მიიღონ სტრატეგიის განხორციელების აქტივიზაციის საქმეში. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების საქმეში ასევე ჩართული უნდა იყოს გაეროს სისტემის დანაყოფები.
სტრატეგიაში ასევე არის მოწოდება იმ სახელმწიფოებისადმი, რომლებიც ჯერ არ შეერთებიან ამ სტრატეგიას, გააკეთონ ეს და ჩაერთონ საქმეში, რომელსაც შედეგად მოჰყვება საყოველთაო კონვენციის გაფორმება ტერორიზმის შესახებ.
გაეროს გლობალური კონტრტერორისტული სტრატეგიის განხორციელების პროგრესზე მორიგი მსჯელობა 2012 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე დაიგეგმა.