მალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურაში კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ. საგამოძიებო უწყებაში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან ერთად, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც მივა.
სწორედ ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს, სპეცრაზმელის მიერ ტყვიის გასროლის დროს ცდილობდა თუ არა მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას.