დეკემბერში სამომხარებლო კალატაში შემავალ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,3-პროცენტიანი მატება, რაც 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, დეკემბერში ფასები გაიზარდა - პურსა და პურპროდუქტებზე 5,9%-ით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 5,6%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე 2,8%-ით, თევზეულზე 2,4%-ით, ასევე ხილსა და ყურძენზე 1,7%-ით.
„საქატსტის“ მონაცემებით, 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1,5 პროცენტით განისაზღვრა.