მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემხვერპლა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
არხის ინფორმაციით, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი და მისი მგზავრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.