ზუგდიდში თავს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ჯერჯერობით, უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს თავდამსხმელებმა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლებმა „ლენდოს“ ორი თანამშრომელი დაკითხვაზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს არავინ დაუკითხავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.