მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა (ბახალა) და ირაკლი ქორიძის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.
მათ ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ.
ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არც პირველ საქმეზე და არც ამ მიმდინარე საქმეზე ბრალს არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა.