"რკინიგზასთან დაკავშირებით ვაღიარებთ, რომ არის სამუშაო ეფექტურობასთან დაკავშირებით", აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პარლამენტში დეპუტატების შეკითხვების პასუხად, რომელიც საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადაზიდვების შემცირებას უკავშირდებოდა.
გიორგი ქობულია განმარტავს, რომ რკინიგზაზე არსებობს ლოჯისტიკური პრობლემა.
"რკინიგზამ რომ იმუშაოს, თავისთავად ის რკინიგზა ვერ იმუშავებს იმიტომ რომ სჭირდება ის ტვირთი. მარტო ხომ არ წაიღებს/წამოიღებს. ხო გესმით?. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია. პორტების ეფექტურობა რომ დაბალია იმიტომაცაა, რომ ტვირთის შეკვეთა არ ხდება. ტვირთს ვინც გადაზიდავს ის ხომ არ უყურეს რკინიგზაში რა სისწრაფე და ტარიფია. იმას უნდა ევროპიდან მოიტანოს ჩინეთში. ჩინეთში რომ მოიტანოს ზღვაზე უნდა გადაიტანოს, მერე პორტში უნდა გადაზიდოს", აცხადებს ქობულია.